ახალი წლისა და შობის ღამეს მეტრო და რიყის საბაგირო უფასოდ იმუშავებს
თბილისის მეტრო და რიყის საბაგირო ახალი წლისა და შობის ღამეს მგზავრებს უფასოდ მომსახურება. დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, პაატა ჯაჭვლიანის განცხადებით, 31 დეკემბერს, 24:00 საათიდან, 1 იანვრის 04:30 საათამდე და 6 იანვარს, 24:00 საათიდან 7 იანვრის 04:30 საათამდე, მეტროპოლიტენი მუშაობას გაახანგრძლივებს, მგზავრებს უფასო გადაადგილება აღნიშნულ დღეებში 23:00 საათიდან 04:30 საათამდე შეეძლებათ.
რაც შეეხება საბაგიროს “რიყე-ნარიყალა”, ჯაჭვლიანის ცნობით, მისი მუშაობა გახანგრძლივდება 31 დეკემბერს 23:00 საათიდან 1 იანვრის 03:00 საათამდე და აღნიშნულ პერიოდში მგზავრობა უფასო იქნება.