გიგი კალანდაძე: უკრაინაში მებრძოლი ქართველები ანაზღაურების გარეშე, საერთო მტერს ვებრძვით

გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი გიგი კალანდაძე აცხადებს, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველები ანაზღაურების გარეშე იბრძვიან.
“ჩვენ აქ ვინც ვართ ყველას გვწამს, რომ ჩვენ და უკრაინას გვყავს საერთო მტერი რუსეთის სახით. მიხეილ სააკაშვილს არანაირად არ მოუწოდებია ჩვენთვის გვებრძოლა უკრაინაში და არც არანაირ ანაზღაურებას არ ვიღებთ იმის სანაცვლოდ, რასაც აქ ვაკეთებთ. რამდენიმე ათეულით ვართ აქ წარმოდგენილნი და რა ვითარებაშიც არის უკრაინული არმია, ისე ვართ ჩვენც”, – განაცხადა გიგი კალანდაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები