კახა კალაძე: კოალიციის ხელოვნურად შენარჩუნებას არ მივიჩნევ მართებულად
თუ ხვალ, ან ზეგ ვინმე გადაწყვეტს კოალიციის დატოვებას ეს ნორმალური იქნება, – აღნიშნული განცხადება “მოამბეს” ეთერში ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ გააკეთა.
მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესები სწრაფად ვითარდება, რომ მოულოდნელი არაფერია.
“პოლიტკური პროცესები ისე სწრაფად ვითარდება გამიჭირდება პროგნოზირება, თუმცა არც ის უნდა იყოს ტრაგედია, რომ კოალიცია დაიშალოს. კოალიციის ხელოვნურად შენარჩუნებას არ მივიჩნევ მართებულად. თუ ხვალ, ან ზეგ ვინმე გადაწყვეტს კოალიციის დატოვებას, ეს ნორმალური იქნება”, – განაცხადა კახა კალაძემ “მოამბესთან” საუბრისას.