ნიკოლოზ მჟავანაძე სააკაშვილის ხელისუფლების მიერ წართმეული მედიასაშუალებების საკითხების განხილვას ითხოვს
არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავამჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მიიჩნევს, რომ ხალხისთვის წართმეული ქონების დაბრუნების საკითხი მალე უნდა გადაწყდეს.
“ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესის დასრულების გეგმას ხელისუფლება არაუგვიანეს თებერვლისა წარადგენს. მისი განმარტებით, საქმე ეხება უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებებს, ბიზნესებს, სახლებს, ასევე, იმ რეპრესირებულ ადამიანებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ უკანონოდ იხდიდნენ სასჯელს ციხეებში, იყვნენ მხვერპლნი წამების, არაადამიანური მოპყრობის და გაუპატიურების. „თუკი არჩევნებამდე ამ საკითხების უმრავლესობა არ გადაწყდა, ეს ხელისუფლებისთვის დამღუპველი იქნება, რადგან ,,ქართული ოცნების’’ ერთ-ერთი მთავარი დაპირება წინასაარჩევნოდ სწორედ წართმეული ქონებების დაბრუნება იყო“, – განაცხადა მჟავანაძემ.

ამასთან, მჟავანაძის განცხადებითვე, პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ წართმეული მედიასაშუალებების საკითხები უნდა განიხილოს, რადგან ამას თავად დაზარალებულთათვის და ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.