ანდრეი ილარიონოვი: რუსეთი შესაძლოა, საქართველოს თავს დაესხას
თუ კრემლის აგრესიის შეჩერება უკრაინაში ვერ მოხერხდება, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, იერიში სხვა ქვეყნებზეც მიიტანოს, მათ შორის მოლდოვაზე, საქართველოსა და ბალტიის სახელმწიფოებზე, – ეს განცხადება პუტინის ყოფილმა მრჩეველმა, ეკონომისტმა ანდრეი ილარიონოვმა გააკეთა.
რუსეთის ფედერაციის ქმედებებზე დასავლეთის რეაქციის შესახებ საუბრისას, ილარიონოვმა განმარტა: როგორც ჩანს, მერკელი მიხვდა, რომ თუ პუტინი არ შეაჩერეს უკრაინაში, ის უფრო შორს წავა. მან საჯაროდ დაასახელა ქვეყნები და ტერიტორიები, რომლებიც, სავარაუდოდ, მასთან საუბრისას პუტინმა დაასახელა. ესენია: უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, სერბეთი და დასავლეთ ბალკანები. როგორც ჩანს, მან მოსალოდნელი საგარეო ექსპანსიის საკუთარი გეგმების შესახებ მერკელთან ისაუბრა.
დასავლეთს რთულ გამოწვევასთან შეჯახება უწევს – არასამხედრო საშუალებებით პუტინის შეჩერება არ გამოდის, რუსეთთან ომი კი არავის სურს. საკუთარი საგარეო პოლიტიკური გეგმების რეალიზებისთვის და აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებამდე პუტინს 2 წელი აქვს. ვინ იქნება ამერიკის პრეზიდენტი – მკითხაობა უაზრობაა. პრაქტიკულად ყველა დამკვირვებელი თანხმდება, რომ ნებისმიერი ვარიანტი არსებულს აჯობებს. ისეთი პრეზიდენტი, როგორც ობამაა, მათი აზრით, ამერიკის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა“, – ამბობს ილარიონოვი. პუტინის ექს-მრჩევლი ასევე მიიჩნევს, რომ შესაძლოა მერკელის მიერ გახმოვანებული, პუტინის განცხადება უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთან დაკავშირებით გამართლდეს.
ახლა მიდის ავარო-კახეთის გზატკეცილის რეკონსტრუქცია. მომდევნო წლის გაზაფხულზე ეს გზა შესაძლოა, აღმოსავლეთ საქართველოში სამხედრო ტექნიკის მიწოდების არხად იქცეს. რუსეთის გენშტაბს სომხეთში და მთიან ყარაბახში სახმელეთო დერეფანი ესაჭიროება. ამ შემთხვევაში აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში მიმავალი მილსადენები გადაიჭრება“, – ამბობს ილარიონოვი. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა პუტინის შეჩერება არასამხედრო მეთოდით, ილარიონოვმა უპასუხა: „მე სამხედრო დაზიანებასაც ვერ ვხედავ, რადგან ვერ წარმომიდგენია, ვინ გაუწევს მას წინააღმდეგობას. ივანიშვილი? ბალტიის ქვეყნები? საკუთარი ძალები არ ეყოფათ, ევროპელებს კი ომი არ სურთ. ძველ ევროპაში უკრაინისთვისაც დახმარების გაწევა არ სურთ“, – აღნიშნა ილარიონოვმა.