ირაკლი შოთაძე: პროკურატურის პოლიტიზირებასთან დაკავშირებული განცხადებები პოლიტიკური სპეკულაციაა

  პროკურატურის პოლიტიზირებასთან დაკავშირებული განცხადებები ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციაა, – აღნიშნული განცხადება
მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ სამართალდამცავი უწყებების რეფორმირებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.
“პროკურატურის პოლიტიზირებასთან დაკავშირებული განცხადებები ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციაა. ამის რეალური არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს. პროკურატურა ხელმძღვანელობს, მხოლოდ საქართველოს ორგანული და საქართველოს პროკურატურის შესახებ კანონებით, ასევე საქართველოს კონსტიტუციით. შესაბამისად იმაზე მითითება, რომ პროკურატურა პოლიტიზირებულია, საზოგადოების ყურადღების სხვა მიმართულებით გადატანას ისახავს მიზნად”, – განაცხადა შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები