ირაკლი ალასანიას პირველი კომენტარი რაფალიანცის საქმეზე

  თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კოლაგში მომხდარ ტრაგედიაზე, რა დროსაც მცირეწლოვანი ბარბარე რაფალიანცი დაიღუპა, პირველი კომენტარი ტელეკომპანია “იმედის” თოქ–შოუ „რეაქციაში“ გააკეთა.
როგორც “თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა აღნიშნა, მას მომხდარში “ნაციონალური მოძრაობა” არასდროს დაუდანაშაულებია.
“მაშინ ამ საქმეზე, სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო და გამოძიებაც მიდიოდა. მე არსად არ მითქვამს, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ჩადენილი დანაშაული იყო. იმ დროს იყვნენ ზონდერჯგუფები, რომლებიც დასდევდნენ ჩასულ აქტივისტებს. მე იურისტი ვარ და არასდროს დამიდია ხელი „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ჩემს მიერ მაშინ გაკეთებულ განცხადებაში ეს არ ჩანს“, – აღნიშნა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები