ალექსანდრე ჭიკაიძე ჟურნალისტებს და მოქალაქეებს დააჯილდოვებს
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულ ჟურნალისტებს და მოქალაქეებს დააჯილდოვებს.
გამარჯვებული ჟურნალისტები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ. ჟურნალისტური ნამუშევრები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა.
კონკურსში გამარჯვებული მოქალაქეები გამოვლინდნენ „ფეისბუკზე“ ხმების რაოდენობით, რამდენიმე ნომინაციაში: საუკეთესო ფოტო, საუკეთესო დიზაინი და საუკეთესო სლოგანი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო.
ჟურნალისტებისა და მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია შს სამინისტროს შენობაში გაიმართება.