რეზო ამაშუკელი: სარი უთხრიათ!
პოეტი რეზო ამაშუკელი ევროპარლამენტში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაზე მიხელ სააკაშვილის დასწრებას აპროტესტებს და ამბობს, რომ „სირიუს“ სააკაშვილის მიწვევა ქართველი ერის აგდება და სულში ჩაფურთხებაა. როგორც ამაშუკელი „ასავალ-დასავალთან“ აცხადებს, მას ეზიზღება ევროპა და პროტესტს უცხადებს ამერიკასაც.
„ევროპარლამენტში ეს სირიუსი სააკაშვილი მიიწვია ვიღაც ვოლსკიმ. პირდაპირ ვაცხადებ და მოვითხოვ, სიტყვასიტყვით დაწეროთ – სარი უთხრიათ ერთსაც, მეორესაც და მთელ იმ ევროპარლამენტსაც, რომლებმაც ასე აიგდო ქართველი ერი, ასე სულში ჩააფურთხა მთელ საქართველოს… მიმიფურთხებია მე ასეთი ევროპისთვის! მიმიფურთხებია ასეთი დემოკრატიისთვის!.. კიდევ ერთხელ პირდაპირ ვაცხადებ – 2014 წლის 18 დეკემბერს, როცა სააკაშვილი ევროპარლამენტში მიიწვიეს, მე ევროპის ყველა იმედი გადამეწურა! დიახ, მთელი ხმით ვაცხადებ და ასე დაწერეთ – 2014 წლის 18 დეკემბრიდან მე მეზიზღება ევროპა, მე პროტესტს ვაცხადებ ამერიკის წინააღმდეგ! მე მძულს დასავლეთი“,-აცხადებს რეზო ამაშუკელი.