რაჭაში 2000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

დიდთოვლობის გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია რაჭის 2000-მდე მოსახლე, – ამის შესახებ „კვირას“ კომპანია „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ავთო დვალიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, რაჭის მოსახლეობას ელექტროენერგია დღის განმავლობაში ეტაპობრივად ჩაერთვება. როგორც ავთო დვალიშვილმა აღნიშნა, რაჭაში ელექტროენერგიის გათიშვა უამინდობისა და დიდთოვლობის გამო მოხდა. მისი თქმით, დიდთოვლობის გამო დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები.
დვალიშვილის ინფორმაციით, ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება ჭიათურის 5000 -მდე აბონენტსაც. თუმცა, 17 ათასს აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება გუშინ საღამოს აღუდგა. როგორც კომპანია „ენერგო-პრო-ჯორჯიაში“ აცხადებენ, რაჭაში აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ელექტროენერგიის მიწოდება ყველა აბონენტს აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები