ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომას მართავს
პრემიერი-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 51-ე სხდომა იწყება. სხდომას ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ჩართული ყველა სამთავრობო უწყების ხელმძღვანელი ესწრება.
შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და 2015 წლის ეროვნულ სამოქმედო გეგმას განიხილავენ.