დაბრუნდება თუ არა ივანიშვილი პოლიტიკაში – წულუკიანის კომენტარი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მას გაუხარდება, თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება. თუმცა, მისივე განცხადებით, ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.
“თუ პოლიტიკაში მობრუნდება ყოფილი პრემიერი, მე, როგორც ერთ ადამიანს, ეს გამიხარდება, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ის ამას არ აპირებს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
გასულ კვირას მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების თხოვნით მიმართოს.