„საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრის ალბათობა არ უნდა გამოირიცხოს“

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში რუსეთის პრეზიდენტთან საქართველოს უმაღლესი პირების შესაძლო შეხვედრაზე ისაუბრა.
აგულაშვილის განცხადებით, შეხვედრის ალბათობა არ უნდა გამოირიცხოს. მისი თქმით, ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის. დეპუტატის განმარტებით, თუ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე დავინახავთ, რომ რეალურად შეიძლება გვქონდეს პოზიტიური შედეგები, ასეთ შემთხვევაში შეიძლება, რომ ეს შეხვედრა შედგეს.
„ ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის. ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესები გვაქვს. ამ ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ვხედავთ, რომ რეალურად შეიძლება გვქონდეს პოზიტიური შედეგები, ასეთ შემთხვევაში შეიძლება, რომ ეს შეხვედრა შედგეს. შეხვედრამდე კომუნიკაციის იმ მწირ არხებზე, რომელიც დღემდე არსებობს, საკმაოდ ნათლად უნდა გაეცეს ცალკეულ კითხვებს პასუხი იმისათვის, რომ შემდგომში შეხვედრას რაიმე შედეგები მოჰყვეს. ჩვენთვის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი სასაუბრო თემა იქნება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და დევნილთა დაბრუნება მათ საცხოვრებლებში. ჩვენ, ერთი მხრივ, გვესმის შეხვედრასთან დაკავშირებით პოზიტიური მესიჯები, მაგრამ, მეორე მხრივ, ვხედავთ ე.წ. რუსული რბილი ძალის გააქტიურებას, მაგალითად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გალში მეგრულენოვანი ტელევიზიის „სამურზაყანოს“ გახსნა იგეგმება, დაფარვის არეალად კი პრაქტიკულად მთელი დასავლეთ საქართველოა მიჩნეული. ერთი მხრივ, პოზიტიურ სიგნალებთან და მეორე ხელით რბილი ძალის აგრესიულ ქმედებებთან გვაქვს საქმე. ეს პარტიკულარიზმის გაღვივებას, გაღრმავებას, ჩამოცილებას და დეზინფორმაციულ ნიაღვარს ისახავს მიზნად“,- განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები