სასწრაფოდ: სტუდენტური მოძრაობის წევრები ნიკა ანთიძეს „კვირას“ პრესკლუბში შეეჭრნენ (ვიდეო)

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკა ანთიძის საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციის მსვლელობისას დარბაზში სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წარმომადგენლები საყვირებით და პლაკატებით შეიჭრნენ.
სტუდენტებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა ანთიძე „სირცხვილის დერეფანში“ გაატარეს. საყდრისის ნგრევაში დასდეს ბრალი და მისგან აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებლობა მოითხოვეს.
ახალგაზრდები გეგმავენ ნიკა ანთიძის, როგორც „საყდრისის დამანგრეველის“ სახელი და გვარი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაკრან და მისი, როგორც დამანგრეველის სახელი, მთელ ქვეყანას ამცნონ. ნიკა ანთიძემ „კვირას“ ტერიტორია საყვირებისა და შეძახილების ფონზე დატოვა, რის შემდეგაც ტრიბუნა უკვე ახალგაზრდებმა დაიკავეს. „ჩვენ ამ ადამიანებს ვერ ვაგებინებთ კონსტრუქციული გზით, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ გზით გავაგებინოთ ჩვენი სათქმელი და პასუხისმგებლობა ვაგრძნობინოთ. ყველას უნდა ახსოვდეს ნიკა ანთიძე, როგორც დამანგრეველი, უნდა იცოდეს ყველამ, ვინ არიან ისინი, ვინც საყდრისის ნგრევას მოაწერა ხელი. ჩვენ შევხვდით ანთიძეს და მან პირობა მოგვცა, ის იქნებოდა გარანტი იმისა, რომ ხელს არავინ აღმართავდა კვლევების დასრულებამდე საყდრისის ტერიტორიაზე“,- განაცხადა სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელმა სალომე ჭანტურიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში.

yyyy

eeee

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=YStjYhKKN8s” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები