უჩა ნანუაშვილი: პატიმართა გარდაცვალების რიცხვი კვლავ მაღალია

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, 2014 წელს პატიმართა გარდაცვალების რიცხვი კვლავ მაღალია. მისი ინფორმაციით, წლის განმავლობაში პატიმართა სუიციდის ხუთი სავარაუდო ფაქტი დაფიქსირდა.
“ეს ეხება უშუალოდ სასჯელაღსრულების სამინისტროს, ასევე პროკურატურას, რომელმაც გამოძიება უნდა ჩაატაროს. არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, არც ერთი საქმე რეალურად ბოლომდე არ მისულა”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველის ანგარიშს სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გამოეხმაურა. მისივე განცხადებით, გასულ წელთან შედარებით წელს ერთი პატიმრით მეტი გარდაიცვალა.
„მიმდინარეობს გამოძიება და, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება ყველა იმ ფაქტს, რასაც სახალხო დამცველი ხაზს უსვამს. ჩვენ ვამუშავებთ სუიციდის პრევენციის პროგრამებს და მინდა გითხრათ, რომ იქ, სადაც სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა, იმ დაწესებულებებში ჯერჯერობით სუიციდის პრევენციის პროგრამა არ მუშაობს, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავფართოვდეთ და მოვიცვათ ყველა დაწესებულება“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები