ფინანსთა სამინისტრო: ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით სრულდება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით სრულდება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 2014 წლის 15 დეკემბერს, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 160.1 მლნ ლარი შეადგინა.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის დეკემბრის 15 დღის მონაცემებით, საგადასახადო შემოსავლების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულია 407.0 მლნ ლარი. უწყების განმარტებით, 2014 წლის პირველი იანვრიდან დღემდე სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები უკვე 6 მილიარდ 517 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წლიური გეგმის (6 მლრდ. 820 მლნ.) 95,6%-ია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები