ტრაგედია დასავლეთ საქართველოში: 25 წლის ბიჭმა თვითმკვლელობა ფეისბუქზე დააანონსა

   დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში, 25 წლის ი. ც. დღეს დილით საკუთარი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
რადიო „აფხაზეთის ხმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ი. ც.–ს ტრაგიკული სიკვდილის დეტალები, კერძოდ კი ის, რომ თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მან  ფეისბუქის  საკუთარ გვერდზე, ფაქტობრივად, სუიციდი დაანონსა.
ჯერჯერობით გაურკვეველია ი.ც.–ს გადაწყვეტილების დეტალები, ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, თვითმკვლელობის გადაწყვეტილების მიღება ოჯახურ კამათს უკავშირდებოდეს.
რადიო „აფხაზეთის ხმა“ კონფიდენციალურობის დაცვით ი. ც.–ს სტატუსს აქვეყნებს, რომელიც მან ფეისბუქზე თვითმკვლელობამდე, სავარაუდოდ, ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა:
„ვისაც თქვენ არ უყვარხართ, მაგ ****–ის დედაც მოტ***ით თქვენ და მე ვიცი, ყველა ცუდი თვალით მიყურებთ, მარა ხვალიდან ვერც კარგი და ვერც ცუდი თვალით ვერ მნახავთ. მიყვარხართ სიცოცხლეზე მეტად“, – დაწერა ი. ც.–მ თვითმკვლელობამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები