მიხეილ ხუბუტია: პუტინი არ არის წინააღმდეგი, რომ საქართველო ევროკავშირში შევიდეს!

რუსეთში ქართველთა კავშირის ხელმძღვანელის მიხეილ ხუბუტიას განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებას არ სურს მხოლოდ ის, რომ “დასავლეთმა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ბრმა იარაღად გამოიყენოს”.
“რუსეთის ხელისუფლების პირველი პირებისგან მე არასოდეს მომისმენია, რომ ისინი საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების წინააღმდეგნი არიან. პირდაპირ გეტყვით, პუტინი არ არის წინააღმდეგი, რომ საქართველო ევროკავშირში შევიდეს! ერთადერთი, რაც რუსეთის ხელისუფლებას არ უნდა, არის ის, რომ ამერიკამ და ევროპამ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ბრმა იარაღად გამოიყენონ”, – აცხადებს მიხეილ ხუბუტია “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები