შემზარავი შემთხვევა – დედამთილმა რძალს თავი აგურით გაუჩეჩქვა, 6 თვის შვილიშვილი კი ბალიშით გაგუდა

გაზეთი „კვირის პალიტრა“ 10 დეკემბერს აზერბაიჯანში, სურახანსკის რაიონის დასახლებაში მომხდარ მკვლელობაზე დღევანდელ ნომერში წერს. გამოცემის ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი რძალსა და დედამთილს შორის კონფლიქტი გახდა.
ასევე მკვლელობის მიზეზი შელაპარაკებაა, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა. ,,მკვლელობა 10 დეკემბერს აზერბაიჯანში, სურახანსკის რაიონის დასახლებაში მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული და მოკლულები საქართველოს მოქალაქეები არიან. სამართალდამცველთა ცნობით, შარგია ჰუსეინოვამ რძალს თავი აგურით დაუჩეჩქვა, შემდეგ კი მძინარე 6 თვის ჩვილი ბალიშით გაგუდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, იმ საბედისწერო დღეს სამსახურიდან დაბრუნებულ ელვარ ჰუსეინოვს ეზოში დედა დაუნახავს, რომელიც ნერვიულად დადიოდა. ქალს შვილისთვის უთქვამს, სახლში არ შეხვიდე, იქ დახოცილი შენი ცოლ-შვილი ყრია, მე მოვკალიო. შინ შესულ კაცს საშინელი სურათი დახვედრია – მისი მეუღლე უსულოდ ეგდო, გაგუდულ ჩვილს კი ბალიშები ზემოდან ეყარა. ელვარს მაშინვე პოლიციაში დაურეკავს. ამასობაში დამნაშავეს გაქცევა უცდია, მაგრამ დააკავეს. მკვლელობის მიზეზი რძალსა და დედამთილს შორის კონფლიქტი გამხდარა“,- წერს გაზეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები