თამაზ თამაზაშვილი გივი თარგამაძეს პასუხობს – ეს არის უსინდისო ადამიანი, ბლუყუნა და მაიმუნი კაცი

გენერალი თამაზ თამაზაშვილი დუმილს არღვევს და მის წინააღმდეგ აგორებულ ბრალდებებს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში პასუხობს. პრემიერ-მინისტრის სიმამრი გაზეთის ფურცლებიდან საპარლამენტო უმცირესობის წევრს გივი თარგამაძეს მიმართავს.
„ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი, მათ შორის უზნეობასაც. გივი თარგამაძე, რომელიც ხალხს „სულის ამოხდომით“ ემუქრებოდა და ამოხადა კიდეც ძალიან ბევრს სული, გამოდის და ჩემს შესახებ ათას სისულელეს ლაპარაკობს. გივი თარგამაძემ კობა ოთანაძეს ე.წ. „კონტროლკა“ დაახალა… კობა ოთანაძემ, რომელიც სასწაულებრივად გადარჩა, ამის შესახებ პრესაში ღიად ილაპარაკა და დღეს ამის ჩამდენი კაცი, ეს მართლაცდა ბლუყუნა, გამოდის და საზოგადოებას მოძღვრავს! გივი თარგამაძის ძმას, საქართველოში ბიზნესი არ არის, წილი რომ არ ჰქონდეს! ვის ტენდერებსა და წილებზე საუბრობენ ეს ნაძირლები, რომლებმაც შეჭამეს და სისხლში აბანავეს მთელი ქვეყანა?! ეს არის უსინდისო ადამიანი, ბლუყუნა და მაიმუნი კაცი“, – აცხადებს თამაზ თამაზაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები