„10 ლარით პენსიის ზრდა 84 მილიონით ხარჯების გაზრდას ნიშნავს. მგონი, არაა ცოტა“
10 ლარით პენსიის ზრდა 84 მილიონით ხარჯების გაზრდას ნიშნავს. ეს, მგონი, არაა ცოტა, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა გაზეთ „ალიასთან” ინტერვიუში განაცხადა.
„2012 წლის მონაცემებით, საარსებო მინიმუმი იყო 150 ლარი, ხოლო 2014 წელს საარსებო მინიმუმი გახდა 161 ლარი. ასე რომ, პენსია მომავალ წელს იქნება 160 ლარი და ასე შესრულდება ჩვენი საპროგრამო დაპირება. სხვა თემაა ის, რამდენადაა ეს 160 ლარი საარსებო მინიმუმი. ანუ ჩვენ პენსია საარსებო მინიმუმის ტოლი 2013 წელსავე გავხადეთ”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.