შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის 1-ლი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ჯიმშერ კ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, შემდგომი გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა „სუბუტექსი“-ს აბები და ფხვნილი, რომელსაც პერიოდულად ყიდდა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ჯიმშერ კ-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინიდან, სხვადასხვა დროს, ბუპრენორფინის შემცველი სხვადასხვა რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება 600 ლარად გაყიდა. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა ამოიღეს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტი აწარმოებს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=vjtP8Elh6Lo” width=”560″ height=”315″]