დავით დონდუა: ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობა ჟენევის მოლაპარაკებების თემა არ არის

შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობაზე ვალდებულების აღების მნიშვნელობა -ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ ჟენევის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის, რადგან ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ფაქტობრივი ანექსიისთვის დღეს უკვე ძალის გამოეყენება შეიძლება აღარც იყოს საჭირო და აუცილებელია, არსებობდეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო მექანიზმები.
დონდუამ ასევე განმარტა, რომ ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობა არ არის ჟენევის მოლაპარაკებების თემა და, თუ რუსულ მხარეს ამასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, კითხვები შეუძლიათ სხვაგან დასვან და პასუხს მიიღებენ.
“უკვე აღვნიშნეთ და კიდევ გავიმეორებთ, რომ განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე რუსეთმა ძალის არ გამოყენების შესახებ ვალდებულება უნდა აიღოს, თუმცა ესეც არ არის საკმარისი, როგორც მოვლენები გვიჩვენებს, ფაქტობრივი ანექსიისთვის დღეს ძალის გამოყენება შეიძლება არც იყოს საჭირო, ამიტომ ამ ვალდებულებასთან ერთად აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმი“,-განაცხადა დონდუამ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე კი განმარტავს, რომ კარასინის მხრიდან ადგილი აქვს მცდელობას, საგარეო ურთიერთობებისა და კონკრეტული ქვეყნის არჩევანის საკითხი ჟენევის ფორმატში მოაქციოს. მისი თქმით, ქართული დელეგაცია იმავე პრინციპებით განაგრძობს მუშაობას, როგორც ეს ადრე იყო. ჟენევის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მოლაპარაკებები 2 საათს გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები