„ჯადოსნური თეთრი საღამო „ამბასადორი გოლფ კლუბში“ – რას სთავაზობს სასტუმროს ადმინისტრაცია სტუმრებს საახალწლოდ

სასტუმრო „ამბასადორი გოლფ კლუბში“ უკვე საახალწლო სამზადისი დაიწყო. ლამაზი საღამოს დაგეგმვისა და სტუმრებისათვის ამაღლებული განწყობის შექმნის გარდა, სასტუმროს მენეჯმენტმა სტუმრებისათვის საახალწლო შეთავაზებაზეც იზრუნა და ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით მათ საახალწლო პაკეტი შესთავაზა.10613002_886529071391938_531086173451247024_n

როგორც „ამბასადორი გოლფ კლუბის“ მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერმა ნანუკა ჭანტურიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, ახალი წლის ღამეს სასტუმროს სტუმრებს ვანიკო თახრნიშვილი, ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“, ანიმატორები და სანტა – კლაუსები გაულამაზებენ. „ჯადოსნურითეთრი საღამო ამბასადორიგოლფ კლუბში“, – ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელზე დასასწრებადაც სტუმრებს კახეთში, კერძოდ კაჭრეთში სასტუმრო „ამბასადორი გოლფ კლუბში“ ელიან.
„ 31 დეკემბერს, 21:30 საათზე დაიწყება საახალწლო საღამო, სტუმრების მიღება კი – დღის სამი საათიდან. ვანიკო თარხნიშვილი საღამოს წამყვანი იქნება, რომლის მუსიკალურ გაფორმებაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ იზრუნებს. საღამოს საკარნავალო სახე ექნება. აქცენტი თეთრ და ვერცხლისფერ მორთულობაზე გაკეთდება, იქნება ნიღბებიც, რომელსაც ჩვენ თავადვე გადავცემთ სტუმრებს და მათზე ზრუნვა არ მოუწევთ. აქვე გათამაშდება სხვადასხვა პრიზი, გვეყოლებიან ანიმატორები, რომლებიც სტუმრებს თავად ჩართავენ სხვადასხვა ნომრებში და ღონისძიებაში. 12 საათზე, გრანდიოზული ფოიერვერკის შემდეგ, გაიმართება სანახაობრივი შოუ, რომელსაც სიურპრიზად ვტოვებთ. შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში დიჯეი შეასრულებს მსოფლიო ჰიტებს“,- განაცხადა ნანუკა ჭანტურიამ.
სასტუმროს სადღესასწაულო პაკეტი 31 დეკემბრიდან ამოქმედდება და 2 იანვრამდეა გაწერილი.
როგორც ნანუკა ჭანტურიამ „კვირასთან“ განაცხადა, საახალწლო პაკეტის შეთავაზებაში შედის საახალწლო სუფრა და სამჯერადი ძალიან დატვირული კვება, რომელშიც გათვალისწინებულია როგორც სამარხვო, ასევე არასამარხვო საკვებიც. ამავე პაკეტის მიხედვით სტუმრებს შეეძლებათ ყველა იმ გასართობი ფასიანი თუ უფასო სერვისებით ისარგებლონ, რომელიც სასტუმროს აქვს, იქნება ეს გოლფი, ჩოგბურთის მოედანი, კაზინო თუ სხვა.10846051_886529058058606_8235513066071021878_n
„ საახალწლო პაკეტი ორ პერსონაზე 1050 ლარი, ხოლო ერთ პერსონაზე 550 ლარი იქნება. მასში შედის სადღესასწაულო საღამოზე დასწრება, კვება და ყველა გასართობი საშუალებით სარგებლობა, რაც სასტუმროში გვაქვს. პირველ იანვარს, ბედობის ღამეს იქნება განსაკუთრებული ვახშამი, კარაოკე და ამ საღამოსაც გააფორმებს დიჯეი. იქნებიან ანიმატორები და სანტა- კლაუსი, რომლებიც ბავშვების გართობაზე და მშობლების კომფორტზე იზრუნებენ. 6 წლამდე ბავშვები არის უფასო. ნომერში დამატებითი ლოგინის ჩადგმის შემთხვევაში მესამე ადამიანი (6 წელზე ზევით) ეღირება 350 ლარი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჩამოვა ჯგუფი, რომელიც დაიკავებს 5 ნომერს და მეტს, მათ ვთავაზობთ შეღავათიან ფასებს“,- განაცხადა „ამბასადორი კაჭრეთის“ მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერმა.
სადღესასწაულო პაკეტის გაყიდვა სასტუმროში უკვე დაწყებულია. ნანუკა ჭანტურიას განცხადებით, პაკეტებით განსაკუთრებით ტურისტები და ოჯახები ინტერესდებიან.
სასტუმროს ნომრების დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე: 551 54 10 03.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები