„რესპუბლიკელებს“ 100%-იანი პასუხისმგებლობა აქვთ და ძალაუფლების ბერკეტი 20%-იც კი არა აქვთ “

„რესპუბლიკურ პარტიას“ დღეს პასუხისმგებლობა აქვს 100% და ძალაუფლების ბერკეტი 20% -იც არა აქვს. ჩვენი პასუხისმგებლობა და რეალური წვლილი ქვეყნის მართვაში უნდა იყოს პირდაპირპროპორციული“,- აღნიშნული განცხადება „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ზურაბიშვილის თქმით, ჯერჯერობით რაიმე ახალ ალიანსსა და კოალიციაზე საუბარი არ არის, თუმცა მათ პარტიას აქვს საკუთარი მიდგომები და ხედვები, რომელთა გაუთვალისწინებლობის შემთხვევაშიც ისინი, თუ საჭიროდ ჩათვლიან, რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„ ჩვენ იმ კოალიციისა და უმრავლესობის ფარგლებში, რომელშიც ვართ, გვაქვს კონკრეტული წინადადებები. რაიმე სხვა ალიანსებზე საუბარი დღეს ნაადრევია. გვაქვს კონკრეტული მიდგომები და პროექტები, რომლებიც იმ ამოცანის გადასაჭრელადაა მიმართული, რაც ჩვენ – ყველამ 2012 წელს ერთად ვიკისრეთ. ჩვენთვის მთავარია განხორციელდეს ის დაპირებები, რაც მოსახლეობას მივეცით. რა სიტუაცია შეიქმნება ერთი ან ორი წლის მერე, რთული სათქმელია, ეს ბევრად არის დამოკიდებული ჩვენზეც და ჩვენს პარტნიორებზეც. ჩვენი შეთავაზება გულისხმობს უფრო მჭიდრო ურთიერთობას, უფრო მეტ შეკრულობას ერთმანეთთან. ამაში იგულისხმება პასუხისმგებლობის, უფლებამოსილებისა და ძალაუფლების გადანაწილება. დღემდე განსაზღვრული არ არის, პოლიტსაბჭოზე როგორ მიიღება გადაწყვეტილებები. არ გვაქვს გაწერილი, ,რა რაოდენობის ხმა არის საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად და ასე შემდეგ. დღეს „რესპუბლიკურ პარტიას“ 100% პასუხისმგებლობა აქვს და ძალაუფლების ბერკეტი 20% -იც არა აქვს. ჩვენი პასუხისმგებლობა და რეალური წვლილი ქვეყნის მართვაში პირდაპირპროპორციული უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში ჩვენ, ალბათ, რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ“,- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები