პრემიერი: ჯანყარაშვილის მისამართით გაუთავებლად ისმოდა ბრალდებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ზვიად ჯანყარაშვილს მიაჩნდა, რომ მის მიმართ დაუსაბუთებელი კითხვები აზიანებს მთავრობას და სჯობს თანამდებობა დატოვოს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, როგორც პრემიერმა განმარტა, მან ჯანყარაშვილის კანდიდატურა არა ნათესაური ნიშნით, არამედ, როგორც კარგი მენეჯერი, ისე შეარჩია.
“მისი მისამართით გაუთავებლად ისმოდა ბრალდებები, რომ ნათესაური ნიშნით არის დანიშნული. ამ ბრალდებების შემდეგ თვითონ დატოვა გენინსპექციის უფროსის თანამდებობა. გავიდა რამდენიმე თვე და შევთავაზეთ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა, თუმცა მას დიდი სურვილი არ ჰქონია. ეს ბრალდებების პროცესი ისევ გაგრძელდა. მან თქვა, რომ ეს პროცესი და უსაფუძვლო ბრალდებები ძალიან დამღლელია. მას მიაჩნია, რომ ეს დაუსაბუთებელი კითხვები აზიანებს მთავრობას და ჯობია, ეს თანამდებობა დატოვოს. მე ვუფასებ ამ გადაწყვეტილებას. მე ადამიანს ვაფასებ ქმედებით და არა ჭორაობით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები