პრემიერი: ლარის სტაბილიზაცია და ნორმალიზება ეროვნული ბანკის ჩარევის გარეშე მოხდა
ლარის სტაბილიზაცია და ნორმალიზება ეროვნული ბანკის ჩაურევლად მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების ოპონენტებმა და ექსპერტებმა ლარის კურსთან დაკავშირებით მიზანმიმართული კამპანია წამოიწყეს.
“ეს არის პასუხი ცრუ ბრალდებებეზე და მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც ჩვენმა ოპონენტებმა და ე.წ. ექსპერტებმა წამოიწყეს იმისთვის, რომ გააუარესონ გარემო საქართველოში და მოსახლეობა კიდევ უფრო დაძაბონ. მინდა დავარწმუნო მოსახლეობა, რომ ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ. ჩვენ გვაქვს კოორდინირებული მუშაობა ეროვნულ ბანკთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.