ღარიბაშვილი მის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილები შესაძლოა თავად ირაკლი ღარიბაშვილსაც შეეხოს, პრემიერ -მინისტრი ჭორს უწოდებს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია არასერიოზული და სასაცილოა.
“რაც შეეხება გავრცელებულ ჭორებს, რომ პრემიერ-მინისტრი სხვა იქნება და ასე შემდეგ… ეს საკითხი იმდენად სასაცილოა, რომ არც კი ვიცი გიპასუხით თუ არ გიპასუხოთ… პრემიერ-მინისტრი არის მთავრობის მეთაური, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტი და ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც გამოცვლა, გადაყენება ასე მარტივად არ ხდება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ჩემი მთავარი მიზანი სამთავრობო ცვლილებებისას მთავრობის მუშაობის კიდევ უფრო გაუმჯობესება იყო“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.