ნინო ბურჯანაძე: არ მიგვიღებენ არც ნატოში და არც ევროკავშირში

  პარტია ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ხელმძღვანელის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ქვეყანას ნატოსა და ევროკავშირში არ მიიღებენ და ამის შესახებ დასავლელ ლიდერებსაც არაერთხელ განუცხადებიათ, – ამის შესახებ ნინო ბურჯანაძე გაზეთ ,,ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს. მისივე თქმით, საქართველომ ალიანსში გაწევრიანების შანსი 2008 წლის შემდეგ უფრო დაკარგა, როცა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ბაზები განლაგდნენ.
,,მოხარული ვიქნებოდი, რომ შემეძლოს მოვკიდო ხელი ამ ჩვენს ქვეყანას და სადმე ევროპის შუაგულში გადავიტანო, მაგრამ რომ არ გამოგვდის? მეტი რა ენაზე უნდა გვითხრან, რომ არ მიგვიღებენ არც ნატოში და არც ევროკავშირში, ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში.
ამაზეა საუბარი, თორემ მეც ვიყავი საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრე, სანამ ამის შანსი არსებობდა, ახლა შანსი აღარ არსებობს და აღარც მე ვარ ამის მომხრე, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც 2008 წელს სააკაშვილის წყალობით საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ბაზები დაბრუნდნენ. ნატოსა და ევროკავშირში გიჟები არ არიან, რომ თავის რიგებში ჩვენი ტერიტორიული პრობლემით მიგვიღონ. არ გვიღებენ, ბატონებო, ამ ნატოში“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები