ირაკლი ალასანია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს

შეიძლება კრიზისი ისე გაღრმავდეს, რომ ხელისუფლებაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოსაზრებაც გაჩნდეს, – ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის ყოფლმა მინისტრმა “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთრში გადაცემა “პირველ სტუდიაში” საუბრისას გააკეთა.
თუმცა ალასანიას თქმით, სახელისუფლებო გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა ამ გადაწყვეტილებამდე არ მივიდეს და არჩევნები დაგეგმილ, კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდეს.
“მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ არჩევნები ჩატარდეს თავის ვადებში, კონსტიტუციური ვადები იყოს დაცული, თუმცა არაფერია გამორიცხული. შეიძლება კრიზისი ისე გაღრმავდეს, რომ ხელისუფლების მხრიდან ვადამდელი არჩევნების მოსაზრებაც გამოჩნდეს, მე არა მგონია, რომ ეს სწორი იყოს, ჩვენ უნდა შევცვალოთ მიდგომები“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები