ალექსანდრე კვიტაშვილი: ჩემთვის პატრულს ჯარიმაც კი არ აქვს გამოწერილი
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის თქმით, საქართველოს ყოფლი მმართველი გუნდის წევრებს, რომლებსაც უკრაინის ხელისუფლებაში მუშაობა შესთავაზეს, ბრალი არ აქვთ წაყენებული.
ამის შესახებ კვიტაშვილმა “მაესტროს“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრმა საკუთარი კანონმორჩილების თაობაზე მაგალითიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ მისთვის პატრულს ჯარიმაც კი არ აქვს გამოწერილი.
“უკრაინის მთავრობაში საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წევრებიდან მხოლოდ მე ვარ, შესაბამისად, უკრაინაში აღიქვეს, რომ აქ გარკვეული რეაქციები ჩემს დანიშვნას მოჰყვა. პარლამენტში ფრაქციის შეხვედრაზე მკითხეს არის თუ არა ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძრული მე ავუხსენი, რომ არა, ზოგადად უკრაინაში ეს მითქმა-მოთქმა სერიოზულად არ აღიქვეს, იქ ჩვენ ძალიან გვაფასებენ. უკრაინაში მუშაობისას დავინახე, თუ რა ძალიან აფასებენ ქართველებს უკრაინელები“, – განაცხადა კვიტაშვილმა.