გურიის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

გავრცელებული ინფორმაციით, გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ თანამდებობა დატოვა. არსებული ცნობით, მან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. “კვირა“ ინფორმაციის გადამოწმებას თავად გიორგი ჩხაიძესთან შეცადა, თუმცა მას პირადი მობილური გამორთული აქვს.
გურიის გუბერნიაში გიორგი ჩხაიძის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები