გოგა ხაინდრავამ და ქეთი დოლიძემ უკრაინაში “ნაციონალები” ძალადობაში ამხილეს
რეჟისორებმა გოგა ხაინდრავამ და ქეთი დოლიძემ უკრაინაში პრესკონფერენცია გამართეს.
დოლიძემ და ხაიდრავამ “ინტერფაქსუკრაინას“ ოფისში ყოფილი ხელისუფლების მმართველობა გააკრიტიკეს და 26 მაისის, შვიდი ნოემბრის პროცესები, სანდრო გირგვლიანის, ზურაბ ჟვანიას და სხვა გახმაურებულ საქმეებზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, გაუგებარია, რატომ ინიშნებიან უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ პოსტებზე სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნები.
“კვიტაშვილის მიერ საქართველოში გატარებული რეფორმების შესახებ არაფერი მსმენია, გარდა იმისა, რომ ყველა საავადმყოფო კერძო პირის ხელში გადავიდა და მოსახლეობა მომსახურების გარეშე დარჩა, ის რეფორმები რითიც ცნობილია, საქართველოს ყოფილი ხელისუფლება. საქართველოს მოსახლეობის ორი მესამედი დღესაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, ის მითი, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ეფექტურად მუშაობდა უნდა დაიმსხვრეს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.