ქართველი რეფორმატორები უკრაინაში ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის სკოლას ხსნიან
2014 წლის 16 დეკემბერს ქართველი პოლიტიკოსებისა და რეფორმატორების დელეგაცია ახალი ხელისუფლების შექმნის და ახალი ფორმაციის პროფესიონალების აღზრდის პროექტის პრეზენტაციას გამართავს. 2015 წლის დასაწყისიდან პროექტ Civil and political School-ის ფარგლებში ქართველი პოლიტიკოსები ახალგაზრდა უკრაინელებს საკუთარ გამოცდილებას ახლად გახსნილ სკოლაში გაუზიარებენ. საგანმანათლებლო პროგრამის შემქმნელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი პოლიციის აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძეა. დეკანოიძე საქართველოში მსგავსი პოლიტიკური სკოლის დამფუძნებელი იყო.
საგანმანათლებლო პროგრამაში ასევე ჩართულები არიან: საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვახტანგ ლეჟავა.
„მე მჯერა იმ სისტემის ცვლილებისა, რომელიც ასე არ მოსწონთ უკრაინელებს. ქვეყნის პოტენციალი და რესურსი საქართველოსთან შედარებით გაცილებით დიდია. გამოცდილების გაცვლა და ახალგაზრდა თაობასთან მუშაობა ევროინტეგრაციის პროცესში საკვანძო გადაწყვეტილებებია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.