ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი: საქართველოში რელიგიურ საკითხებზე ინციდენტები გახშირდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი ბორის სილევიჩი მიიჩნევს, რომ საქართველოში რელიგიურ საკითხებზე ინციდენტები უფრო გახშირდა და სხვა ხარისხი შეიძინა. ამის შესახებ სილევიჩმა დღეს, სასტუმრო “რედისონში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ინფორმაცია ამ ინციდენტების შესახებ მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, სახალხო დამცველისგან, მედიისგან და ეს საკითხი საიდუმლო არავისთვის ყოფილა.
როგორც სილევიჩმა აღნიშნა ასეთი ინციდენტები ევროპაშიც ხდება და საქართველო ამ მხრივ უნიკალური არ არის.
“ჩვენი რეკომენდაცია იქნება სწორი გამოძიების წარმოება ამასთან დაკავშირებით. ეს არის ისეთი რამ, რისი პრევენციაც სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ მას შეუძლია და უნდა მოახდინოს დამნაშავეების დასჯა. საქართველოს კანონმდებლობა ამ საკითხში სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს”, – განაცხადა ბორის სილევიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები