რას ამბობენ ანა-მარია კიპაროიძის სკანდალურ განცხადებაზე შევარდნაძის თანაგუნდელები

ედუარდ შევარდნაძის პიროვნებიდან გამომდინარე, მას “მეგობარი ქალი” არ ეყოლებოდა“, – ამის შესახებ „კვირას“ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს კანცელარიის აპარატის ყოფილმა უფროსმა პეტრე მამრაძემ განუცხადა.
როგორც „კვირასთან“ საუბრისას მამრაძემ აღნიშნა, მან ქალბატონი ანა-მარია კიპაროიძის ვინაობის შესახებ, პირველად ჟურნალში გამოქვეყნებული ინტერვიუდან შეიტყო. მისი თქმით, მას ქალბატონის გვარ-სახელი არ სმენია და მსგავსი რამ არასდროს გაუგია. მით უფრო, რომ იგი 1994 წლიდან 9 წლის განმავლობაში აპარატის უფროსი იყო და ედუარდ შევარდნაძესთან თითქმის ყოველდღე საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა.
„ედუარდ შევარდნაძე 1992 წელს გავიცანი. მას შემდეგ, რაც იგი საქართველოში ჩამოვიდა, პარლამენტის წევრი გავხდი და უფრო კარგად გავიცანი. 1994 წლის დეკემბერში შევარდნაძემ თავისი აპარატის უფროსად დამნიშნა და ბოლო 9 წელი აპარატის უფროსი ვიყავი. შესაბამისად, მე ბოლო 9 წლის განმავლობაში ყოველდღე დღეში რამდენჯერმე მასთან მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა მქონდა. მე თავად გავეცანი ჟურნალში გამოქვეყნებულ ამ ინფორმაციას, არასოდეს არ გამიგია ამ ქალბატონის სახელი და გვარი, არც მისი სახე მინახავს არასდროს. მას ისეთი გვარი აქვს, უსათუოდ დავიმახსოვრებდი. ვერც კი წარმომიდგენია და არც დავუშვებ, რომ ბატონ ედუარდს ოჯახისთვის, შვილებისთვის და, მით უფრო, მეუღლისთვის ეღალატა. ძალიან დიდი სიყვარული სუფევდა შევარდნაძეების ოჯახში. იგი იყო სიმბოლო ერთგულებისა, – ედუარდ შევარდნაძეს ოჯახისა და მეუღლისადმი განსაკუთრებული ერთგულება ჰქონდა. ის, რაც წავიკითხე, ჩემთვის წარმოუდგენელია. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ქალის სახელი და გვარი პირველად გავიგე. არც არავის უხსენებია, არც პრეზიდენტის გარემოცვაში არავის უხსენებია. პირადად მე ვერ წარმომიდგენია, რაც იქ, იმ ინტერვიუში წერია“, – აღნიშნა პეტრე მამრაძემ.10833884_865642780124883_2032283217_n
„კვირა“ ამ საკითხზე ედუარდ შევარდნაძის პირად მდივანს ცისანა ჩიხლაძესაც დაუკავშირდა, თუმცა მან შეკითხვებს არ უპასუხა. „მე ედუარდ შევარდნაძეზე არავისთან არასდროს არ ვსაუბრობ“, – აღნიშნა ცისანა ჩიხლაძემ.
ედუარდ შევარდნაძისა და ანა-მარია კიპაროიძის ურთიერთობა კატეგორიულად გამორიცხა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თენგიზ სიგუამ. როგორც „კვირას“ თენგიზ სიგუამ განუცხადა, შესაძლებელია ეს ქალბატონი ინტერვიუში ყველაფერს იგონებს.
„არ დაიმალებოდა ეგ ამბავი, შეუმჩნეველი არავის დარჩებოდა, როგორ, ათი წლის განმავლობაში ურთიერთობა ჰქონდათ და გარემოცვა მაინც სადმე იტყოდა. მე პირველად მესმის. შესაძლებელია, ეს ქალბატონი იგონებს ამ ყველაფერს. 10 წლის განმავლობაში ეს ამბავი შეუმჩნეველი არავის დარჩებოდა. ედუარდის ბუნებიდან გამომდინარე, მას მეუღლესთან ისეთი ურთიერთობა ჰქონდა, რომ ეს გამორიცხულია. გარდა ამისა, ედუარდს ბევრი უკმაყოფილო ადამიანი ჰყავდა, ისინი მაინც იტყოდნენ რამეს ხმამაღლა. მე, კატეგორიულად გამოვრიცხავ. ვფიქრობ, ეს ქალბატონი ყველაფერს იგონებს. ჩემს პრაქტიკაში ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც ცნობილი ადამიანების გარდაცვალების შემდეგ ხან მათი უკანონო შვილები, ხან რიგითი საყვარლები ჩნდებოდნენ, მაგალითად, წლების წინ, მთავარი პროკურორის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდა ქალბატონი, რომლიც მის უკანონო შვილობას იბრალებდა“, – აღნიშნა თენგიზ სიგუამ.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალმა „გზამ“ ქალბატონი ანა-მარია კიპაროიძის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც იგი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და მის სასიყვარულო ურთიერთობაზე საუბრობს.10841157_865643093458185_799361944_n
„ოო, მასთან 10-წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა მაკავშირებს. რომ გავიცანი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ცოლ-შვილიც ჰყავდა. არ დაგიმალავთ და, ერთ დროს ძალიან საინტერესო ქალი ვიყავი. არასდროს მავიწყდება, ერთხელ რომ გამომიარა შინ, დაჯდა სავარძელში (რუმინული ავეჯი მქონდა) და მითხრა: იცი, სახლიდან უნდა წამოვიდეო. შევიცხადე: რას ამბობთ, ედუარდ ამბროსის ძევ-მეთქი?! – ვერასდროს ვეძახდი “ედიკს”, არ შემეძლო. ყოველთვის თქვენობით ველაპარაკებოდი. არ ვიტყუები, გეფიცებით, მართლა არ შემეძლო. რაღაც ზღვარს ვერ ვაბიჯებდი… და ვუთხარი: თუ თქვენ ოჯახიდან წამოხვალთ, ჩვენს ურთიერთობას წერტილი დაესმება. სხვისი ოჯახი არასდროს დამინგრევია და არც არასდროს მივცემ თავს ამის უფლებას, როგორც გნებავთ, ისე გაიგეთ-მეთქი. გაცოფდა. მაშინვე წამოხტა ფეხზე და გაიქცა.
ხომ მკაცრი და დაუნდობელი ჩანდა, არადა, იცით, რა მსუბუქი იყო პირად ურთიერთობაში? იშვიათი სულის ადამიანი იყო… 2007 წელს მოსკოვიდან თბილისში რომ დავბრუნდი, ამ სახლში მომძებნა და დამირეკა – ყოფილი “კა-გე-ბეშნიკი” იყო და ეს გაუჭირდებოდა? – როგორ ხარო? – მკითხა თუ არა, მაშინვე ვიცანი ხმით. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ მითხრა, ბინა იქირავე და შევხვდეთო. ნანული უკვე გარდაცვლილი იყო და… რატომღაც უარი ვუთხარი. ბოლო პერიოდში კრწანისის რეზიდენციიდან დამირეკა, ძალიან ცუდად ვარ, არ მგონია, ამ წელს გადავრჩეო და იქ გასვლა მთხოვა. არ წავედი – მის ქალიშვილთან შეხვედრა არ მინდოდა.შვილებმაც იცოდნენ და ნანულიმაც, მაგრამ ნანული არაფერს ამბობდა. არც არავინ ამბობდა რაიმეს, არავინ ჭორაობდა ჩვენს ურთიერთობაზე“, – ამბობს ანა-მარია კიპაროიძე ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები