გიორგი მარგველაშვილი: მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც გამუდმებით მუქარას განიცდის

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების გამო სჯის. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა პოლონეთში გააკეთა.
„ერთი თვის წინ გავიგეთ, რომ რუსეთი აპირებდა შეთანხმების დადებას ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან, რომელიც რუსეთის მიერვეა ოკუპირებული და საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ახლა კი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მაღალი თანამდებობის პირებისგან შევიტყვეთ, რომ საქართველოს ეს ნაწილი, რომელიც ასევე რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რუსეთთან მსგავს ხელშეკრულებას აწერს ხელს. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც საერთო მომავალსა და მიზნებზე შენდება, თუმცა გამუდმებით განიცდის მუქარას, საფრთხეს, დასჯას, მისი თავისუფალი გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის გამო, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები