საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შტაინმაიერი ეწვევა
საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სამუშაო ვიზიტი 8-9 დეკემბერს შედგება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ეს იქნება მიმდინარე წელს ფედერალური მინისტრის რიგით მეორე ვიზიტი საქართველოში. როგორც ცნობილია, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი 2014 წლის აპრილის ბოლოს, ფრანგ კოლეგასთან ლორან ფაბიუსთან ერთად ესტუმრა თბილისს.