გიორგი პაპუაშვილი მოსმენებთან დაკავშირებით კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლო გასაჩივრებას ეხმაურება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი გამოეხმაურა არასამთავრობოების გეგმას, რომლის მიხედვითაც მოსმენებთან დაკავშირებით მიღებული კანონის დებულებები საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება.
პაპუაშვილის განცხადებით, წინასწარ პოზიციის დაფიქსირება სასამართლოს და მოსამართლეს არ შეუძლიათ, ხოლო, თუ მოსმენებთან დაკავშირებით მიღებული კანონი განხილვის საგანი გახდება, საკონსტიტუციო სასამართლო თავის სიტყვას იტყვის.
“წინასწარი პოზიციის დაფიქსირება სასამართლოს და მოსამართლეებს არ შეუძლიათ. ვნახოთ, მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები. სასამართლო თავის სიტყვებს იტყვის, როგორც ყოველთვის ობიექტურად და კანონზე დაყრდნობით”, – განაცხადა პაპუაშვილმა.