გადადგება თუ არა მინისტრი – დავით შავლიაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი თანამდებობიდან შესაძლო დატოვების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. შავლიაშვილის განცხადებით, საბიუჯეტო სახსრების ათვისებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არის. შესაბამისად, მინისტრი ამ მიმართულებით პრეტენზიებს არ იღებს.
„სამინისტროს ბიუჯეტის 80%-ზე მეტი უკვე ათვისებულია. 750 მილიონია ათვისებული, რაც უპრეცედენტოა. ეს არ მომხდარა არასდროს ინფრასტრუქტიურის სამინისტროს ისტორიაში“, – განაცხადა შავლიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები