ოთარ დანელია: წინასაახალწლოდ ფასების ზრდა ჩვეულებრივი მოვლენაა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, წინასაახალწლოდ ფასების ზრდა ჩვეულებრივი მოვლენაა და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„წინასაახალწლოდ ფასების ზრდა ჩვეულებრივი მოვლენაა, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მთელს მსოფლიოში დოლარი მყარდება, იმპორტირებულ პროდუქტზე ფასების სხვაობა მოსალოდნელიც იყო“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.