„საქსტატს“ პოლონეთის დელეგაცია გამოცდილებას გაუზიარებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში სამუშაო ვიზიტით პოლონეთის სტატისტიკის სამსახურის დელეგაცია იმყოფება. პროექტის – “საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის სისტემის ხელშეწყობა რეგიონული სტატისტიკის სფეროში” ფარგლებში, პოლონელი კოლეგები საქსტატის თანამშრომლებს რეგიონული განვითარების ანალიზის და რეგიონული ანგარიშების შედგენისთვის საჭირო ცოდნას გაუზიარებენ.
პოლონელი კოლეგების ერთკვირიანი ვიზიტის მიზანს წარმოადგენს სტატისტიკური სისტემის ხელშეწყობა, გამოცდილების გაზიარება და ტრენინგების ჩატარება რეგიონული სტატისტიკის სფეროში. ტრენინგები მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: სახელმწიფო სტატისტიკის სისტემა და მისი ფორმალურ-სამართლებრივი მხარეები, თანამშრომლობა მუნიციპალურ პარტნიორებთან, საერთაშორისო თანამშრომლობა, ევროპული სტატისტიკური სისტემის ფუნქციონირება და სტატისტიკის განვითარება გარე სახსრების დახმარებით, ეროვნული ანგარიშების წარმოება, რეგიონული მონაცემების გაზიარების ინსტრუმენტები და სხვა.
„საქსტატის“ თანამშრომლებთან ერთად, ტრენინგებში მონაწილეობენ თბილისის მერიის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტროს აპარატის თანამშრომლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები