ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა გადაიდო

“ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა. ცვლილების თანახმად, ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა ორი წლით გადაიდო და 2016 წლის 1 სექტემბერს დაიწყება.
თიზის ფუნქციონირების დაწყების მიზნით, ორგანიზატორი/ადმინისტრატორი “Socar Georgia Investments” ვალდებულია, არა უგვიანეს 2015 წლის 31 დეკემბრისა, შეიმუშაოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების რეგულირების გეგმა “თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები