“ყაზტრანსგაზის” მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხა სემეკმა მოქალაქეებს ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე კვირის საჯარო სხდომაზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებზე იმსჯელა.
ყველაზე მეტი დავა შპს “ყაზტრანსგაზ თბილისთან” მიმართებაში დაფიქსირდა.
სხდომაზე წარმოდგენილი საკითხებიდან მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების საერთო ოდენობამ 51 254, 42 ლარი შეადგინა. მათ შორის, სემეკმა საქართველოს ისტორიულ მუზეუმს ჩამოაწერა შპს “ყაზტრანსგაზ თბილისის” მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 49,899.72 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები