გიორგი ბადაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავარი პროკურორის მოადგილეები – ირაკლი შოთაძე, გიორგი გოგაძე და პროკურატურის სხვა მაღალი თანამდებობის პირები.
პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბადაშვილმა დელეგაციის ხელმძღვანელს ბორის სილევიჩს პროკურატურის სტრუქტურა და სპეციფიკა გააცნო. ამასთან, განიხილეს პროკურატურის მიდგომები და ხედვები სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. გიორგი ბადაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ უწყების წარმოებაში არსებულ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით ევროსაბჭოს მონიტორინგის წარმომადგენლებს ინფორმაცია პირველწყაროდან მიეწოდოთ.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.