უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი: საქართველოს ხელისუფლების ყოფილი წევრების დახმარებით უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდება
საქართველოს ხელისუფლების ყოფილი წევრების დახმარებით უკრაინა ისეთ რეფორმებს ჩაატარებს, რომლებიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას დაეხმარება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა განაცხადა.
კლიმკინის თქმით, საქართველომ და უკრაინამ ევროპული ინტეგრაციისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზაზე ერთად უნდა იარონ.
„დარწმუნებულები ვართ, ამ გზას აუცილებლად გავივლით და ევროკავშირამდე მივალთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენს მთავრობას გვერდში ქართველი რეფორმატორები უდგანან. მათი დახმარებით ჩვენ შევძლებთ იმ რეფორმების ჩატარებას, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვისაა აუცილებელი“, – განაცხადა კლიმკინმა.