ბიძინა ივანიშვილი ლარის კურსის რყევას ეხმაურება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ლარის კურსის ცვლილებაში პრობლემას ვერ ხედავს. როგორც მან თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, დოლარი მყარდება ბევრ სახელმწიფოში, მსგავსი ხდება საქართველოშიც.
“ერთ კვირაში ხდება რაღაც, უამრავი განცხადება გაკეთდა. არავითარი აჟიოტაჟი არ არის, ეკონომიკა არის მყარი, ლარის კურსი მერყეობს, დოლარი მყარდება ბევრ სახელმწიფოში, მსგავსი ხდება საქართველოშიც. განმარტებები ფინანსთა მინისტრმა და სხვებმა გააკეთეს. ყველაფერი ნორმალურია, არაფერს არ ნიშნავს ცუდს, კარგად მუშაობს მთავრობა”, – განაცახადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები