აკაკი ბობოხიძე: რაც უფრო მეტად იქნება რუსეთი დაკავებული უკრაინით, მით უფრო ნაკლებად მოიცლის ჩვენთვის
რაც უფრო მეტად იქნება რუსეთი დაკავებული უკრაინით, მით უფრო ნაკლებად მოიცლის ჩვენთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას თავისი პრობლემები აქვს და მას სწრაფი რეფორმები სჭირდება.
„უკრაინას აქვს თავისი პრობლემები, მას სჭირდება სწარაფი რეფორმები, მას სჭირდება იმ გამოცდილების გაზიარება, რომელსაც საქართველომ წარმატებით გაართვა თავი, ყველა შეცდომისა და ყველა პლიუსის გათვალისწინებთ. ეს არის მათი საქმე და იმედი მაქვს, რომ წარმატებით გაართმევენ თავს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ საერთო მტრის წინააღმდეგ მებრძოლი ორი ერი. უკრაინა ჩვენი შანსია ხალხო, რაც უფრო მეტად იქნება რუსეთი დაკავებული უკრაინით, მით უფრო ნაკლებად მოიცლის ჩვენთვის“, – აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.