თბილისში საღამოს მოთოვს
თბილისში ძლიერი ქარი დღის ბოლომდე შენარჩუნდება, ღამით კი, სინოპტიკოსების პროგნოზით, თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი. როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, თბილისში ამაღამ ძლიერი ქარი იქროლებს, ხვალ კი, თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოს დედაქალაქში 4 დეკემბერს მოთოვს. ტემპერატურა კი +5 +6 გრადუსი იქნება. ძლიერი ქარია კახეთში, მტკვრის ხეობაში და გორში, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგგან თოვლია მოსალოდნელი. ტემპერატურა +3 +8 გრადუსი იქნება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ქუთაისსა და ზუგდიდში ნალექს ვარაუდობენ, თუმცა თოვლი ნალექის სახით არ არის მოსალოდნელი. ტემპერატურა +3 +8 გრადუსი იქნება.