ოთარ დანელიამ და ლატვიელმა კოლეგამ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

 

   ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითრების მინისტრმა, იანის დუკლავსმა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა , ოთარ დანელიამ თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერს ხელი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონია საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმის გარგლებში გაიმართა.
ოთარ დანელიას განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით ლატვიის გამოცდილების გაზიარება; ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და თევზის პროდუქტების წარმოების მიმართულებით; გამოცდილების გაზიარება როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავების თანამედოვე ტექნოლოგიების, ასევე ექსტენციის ცენტრებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფუნქციონირებისა და ორგანიზების კუთხით. ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანდრის ბერზინშის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საგამოფენო ცენტრში “ექსპო ჯორჯია” ორი ქვეყნის ერთობლივი ბიზნესფორუმი გაიმართა. ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის პრეზიდენტთან, ანდრის ბერზინშთან ერთად დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები